
"სასამართლომ" მორიგ ჯერზე 3500 ლარით დამაჯარიმა, #ლექსოსთვის აქციებზე თურმე მოხდა ჩემი იდენტიფიცირება და სანქციისთვის საკმარისი მტკიცებულებების მოგროვება, - წერს Facebook-ზე სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ფარულავა.
"სასამართლომ" მორიგ ჯერზე 3500 ლარით დამაჯარიმა. #ლექსოსთვის აქციებზე თურმე მოხდა ჩემი იდენტიფიცირება და სანქციისთვის საკმარისი მტკიცებულებების მოგროვება.
შეგახსენებთ: 5 ივლისის 100-ზე მეტი მოძალადის მიმართ შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება, საკმარისი მტკიცებულებების ვერ მოპოვების-გამო. ოღონდ, პირდაპირი ეთერით გადასცემდა ყველაფერს ყველა მედია.
ოქმი 12 ივლისის დემონსტრაციაზე იყო შედგენილი, შსს-მ მოიტანა 11 ივლისის კადრები, გავიდა თვეზე მეტი და მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე ახალი მტკიცებულებები ჩაამატეს. მოწმე პოლიციელებიდან ზოგი 11 ივლისზე საუბრობდა, ზოგიც 12-ზე.
ორმაგი სტანდარტები და მოძალადე ექსტრემისტი ჯგუფების მიმართ ლოიალური დამოკიდებულება ხელისუფლების მხრიდან გრძელდება. Да здравствует наш суд, самый гуманный суд в мире!, - წერს ნიკუშა ფარულავა.
ცნობისთვის, 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმების შედეგად საერთო ჯამში 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, მათგან ერთ-ერთი, ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
ასევე იხილეთ: