დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და სამედიცინო პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA) ქვეყანაში COVID-19-ის სამკურნალოდ აბების გამოყენება დაუშვა.

ანტივირუსული პრეპარატი მოლნუპირავირის სახელითაა ცნობილი და მას გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები პაციენტები დღეში 2-ჯერ, ორალური გზით მიიღებენ.

ის COVID-19-ის საწინააღმდეგო პირველი მსგავსი აბია, რომელმაც სპეციალური მარეგულირებელი ორგანოსგან გამოყენების ნებართვა მიიღო. მოლნუპირავირი ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა Merck, Sharp and Dohme (MSD) და Ridgeback Biotherapeutics შექმნეს. მისი პირველადი დანიშნულება მაღალი ტემპერატურის დაწევაა, თუმცა კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევაშიც ეფექტიანია და მნიშვნელოვნად ამცირებს როგორც ჰოსპიტალიზაციის, ასევე სიკვდილიანობის მაჩვენებლებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი