ანი წითლიძემ ზუგდიდის სუს-თან სამედიცინო შპრიცები და ფქვილი მიიტანა | დაკავებულია 1 პირი

გამოქვეყნდა:

ხმაურია ამ წუთებში ზუგდიდში, სუს-ის შენობის წინ, სადაც ოპოზიციის აქცია-პერფორმანსზე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი დააკავეს. 

ცნობილი ხდება, რომ პარტიის წევრმა ანი წითლიძემ სუს-ის შენობასთან სამედიცინო შპრიცები და ფქვილი მიიტანა. ამბობს, რომ არჩევნებს სუსის მითითებით ძველი ბიჭები მართავდნენ და ამ აქციის ჩატარება სწორედ ამიტომ, სიმბოლურად გადაწყვიტეს. 

მას შემდეგ კი რაც სამართალდამცველებმა მიტანილი "ძღვენის" აღება მოითხოვეს, აქციის მონაწილეებსა და მათ შორის შელაპარაკება მოხდა. სწორედ ამ დროს დააკავეს ელდარ კეზუა, რომელიც ამ დროისთვის პოლიციის სამმართველოშია გადაყვანილი. 

ამ დროისთვის, ზუგდიდში სამართალდამცველები სამ ლოკაციაზე არიან მობილიზებულები. ისინი ანი წითლიძეს ელოდებიან, რომელიც ამბობს, რომ ღამეს სუს-ის წინ გაათევს. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი