სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გაამართლა ყველა სკეპტიკური მოლოდინი. პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე მხოლოდ უმნიშვნელოდ მცირე დრო დაუთმო სააკაშვილის თემას და დაადასტურა, რომ არ აპირებს მის შეწყალებას. უფრო მეტიც მოქმედ პრეზიდენტს არც სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ არ გაუკეთებია მკაფიო მინიშნება.
ოპოზიციის ლიდერები, რომლებმაც მოისმინეს ზურაბიშვილის განცხადებები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ქვეყნის მეთაური რომელიც ივანიშვილის პირადი სურვილით არის არჩეული ამ პოსტზე, კვლავ ოლიგარქის კარნახით მოქმედებს.
შეგახსენებთ, გუშინ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მისი პოზიცია მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უცვლელია - "არა და არასოდეს".
ასევე იხილეთ: