საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. გვიან ღამით ის პირადმა ექიმმა მოინახულა.
ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შედეგად სხვადასხვა დარღვევა აღენიშნება, მათ შორის, მეხსირების პრობლემა, სტრესული გარემო კი მდგომარეობას უფრო მეტად ართულებს.
ყიფშიძის თქმით, მესამე პრეზიდენტი ალტერნატიული კონსილიუმის, ასევე მისი ჰოლანდიელი ექიმისა და სამედიცინო სფეროს რამდენიმე სხვა წარმომადგენლის შესვლას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უარს იტყვის იმ კონსილიუმთან შეხვედრაზე, რომელიც მასთან აქამდე შედიოდა.
"განვიხილეთ მისი ბოლო ტესტები. მძიმდება, მისი მეხსიერება ხანდახან კი, ჯობია, რომ უკეთესი იყოს. თუ მხედველობაში ვიქონიებთ შიმშილს, სტრესს, გადატანილ კოვიდს, არ უნდა გვიკვირდეს, რომ ხანდახან იქნება პრობლემები მეხსიერებაში. ბატონმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას უნდა ნახოს ალტერნატიული კონსილიუმი, რომელშიც შედის მისი პირადი ექიმი ჰოლანდიიდან, რომელიც მკურნალობდა მას კოვიდის დროს და ასევე რამდენიმე ექიმი. ის თვლის, რომ მიუღებელია, ერთი კომისია მიიღოს და მეორე არა. შიმშილობის დროს ადამიანია უკეთესად არ გახდება და მეტი პრობლემები გვექნება წინ", - თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 36-ე დღეა შიმშილობს. როგორც ექიმები, ისევე ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ საჭიროებს მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას, თუმცა ხელისუფლება პოზიციას ამ დრომდე არ ცვლის. მესამე პრეზიდენტს მკურნალობისთვის მხოლოდ გლდანის ციხის საავადმყოფოს სთავაზობენ, რომელიც მკურნალობისთვის აუცილებელ პირობებს ვერ აკმაყოფილებს.