"ყვარლის ედემის" მფლობელებსა და მმართველ პარტიას შორის, შესაძლოა, კორუფციული გარიგებები ფორმდება

გამოქვეყნდა:

გამარტივებული შესყიდვები ქართული ოცნების დაფიანსების სანაცვლოდ - გარიგებები, რომლებიც მთავრობამ პანდემიის პერიოდში სხვადასხვა სასტუმროებთან გააფორმა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დასკვნის მიხედვით, კითხვის ნიშნებს აჩენს.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, გამარტივებული სახელმწიფო ტენდერების სანაცვლოდ მსხვილი შემოწირულობები მმართველი პარტიის ანგარიშზე, კორუფციის ნიშნებზე მიუთითებს.

ყვარლის ედემის მფლობელები არიან ქართული ოცნების შემომწირველები და ყურადღება მიიქცია იმან, რომ მიმდინარე წლის 20 და 23 მარტს მისმა მფლობელებმა დიდი თანხა შესწირეს ოცნებას და რამდენიმე დღეში გაფორმდა ასევე დიდი კონტრაქტი. აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ საგამოძიებო უწყებები, რა იდგა ამის უკან, - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" უფროსი ანალიტიკოსი ბესიკ ნამჩავაძე.

 

დასკვნაში ნათქვამია, რომ „შპს „ყვარლის ედემის“ მფლობელებმა და დირექტორმა 2020 წლის 20 და 23 მარტს „ქართულ ოცნებას”, ჯამში, 65 000 ლარი შესწირეს, რამდენიმე დღეში კი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 277 300 ლარიანი კონტრაქტი მიიღეს.

„ქართული ოცნების” შემომწირველია  „ყვარლის ედემის“ 50%-იანი წილის მფლობელი შპს „ზიმოც“. კომპანიის სახელით 2019 წლის სექტემბერში მმართველი პარტიის ანგარშზე 100 ათასი ლარი ჩაირიცხა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი