შეზღუდვები პარლამენტში - საკანონმდებლო ორგანოში ამჯერად ვატო წერეთელს არ უშვებდნენ

გამოქვეყნდა:

"TV პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი პარლამენტში, პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად მივიდა, რომელიც უკვე მესამე დღეა შიმშილობს.

გუშინდელი დღის მსგავსად, საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე კვლავ შეზღუდვები მოქმედებდა.  ვატო წერეთელს უთხრეს, რომ შენობაში ვერ შეუშვებდნენ და გარკვეული დროის განმავლობაში მიზეზი მისთვის არ განუმარტავთ, მოგვიანებით კი გადაწყვეტილება შეცვალეს.

"კანონი ვერ განმიმარტეს, რატომ არ შემიძლია შევიდე და მოვინახულო ჩემი მეგობარი. ჩემი კოლეგები ყველანი შესული იყვნენ. მერე დარეკეს, რომ კარგი, შეგიშვებთო", - თქვა ვატო წერეთელმა.

ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორი ეკა გიგაურიც. მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაციები აუცილებლად უნდა შესრულდეს.

"უნდა შესრულდეს ის რეკომენდაციები, რომელზეც საუბრობს სახალხო დამცველი მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით. შესაბამისად, ის არის ერთადერთი დამოუკიდებელი უწყება დღეს ჩვენს ქვეყანაში, ყველამ ყურადღება უნდა მივაქციოთ და გავითვალისწინოთ, რასაც ისინი საუბრობენ. ეს უნდა შესრულდეს აუცილებლად. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ალბათ მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის უზრუნველყოფა იქნებოდა ყველა მთავრობის მთავარი მიზანი და ინტერესი. ლოგიკურად ვერ ვხსნი, რატომ შეიძლება ეს საკითხი გახდეს ამდენის დღის სალაპარაკო", - თქვა ეკა გიგაურმა. 

ელენე ხოშტარია უკვე მესამე დღეა საკანონმდებლო ორგანოში შიმშილობს. მისი მოთხოვნა პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. 

ცნობისთვის, პარლამენტში შესვლაზე გუშინ უარი უთხრეს ასევე გოკა გაბაშვილის. მოგვიანებით გადაწყვეტილება ამ შემთხვევაშიც შეცვალეს და მას ელენე ხოშტარიას მონახულების შესაძლებლობა მისცეს.

ამავე თემაზე:

შიმშილობის აქციის პარალელურად, პარლამენტში შესვლაზე შეზღუდვები დააწესეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი