ამერიკული კომპანია Pfizer აცხადებს, რომ მათ მიერ შემუშავებული Covid-ის სამკურნალო ექსპერიმენტული აბი 89%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის რისკს. შესაბამისი შედეგი კლინიკური კვლევის შედეგმა აჩვენა.
BBC წერს, რომ პრეპარატი "პაქსლოვიდი" განკუთვნილია სიმპტომების განვითარების შემდეგ მალევე გამოსაყენებლად დაავადების მძიმედ განვითარების რისკის მქონე ადამიანებში.
კვლევის შედეგების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, გაერთიანებული სამეფოს მედიკამენტების მარეგულირებელმა სააგენტომ პირველი აბი დაამტკიცა და Pfizer-ს მედიკამენტები უკვე შეუკვეთა.
სამი აბი მიიღება დღეში ორჯერ ხუთი დღის განმავლობაში.
Pfizer-მა თქვა, რომ გეგმავს, თავისი აბების შუალედური კვლევის შედეგები აშშ-ის მედიკამენტების მარეგულირებელ FDA-ს წარუდგინოს.
კომპანიის თავმჯდომარის და აღმასრულებელი დირექტორის, ალბერტ ბურლამის თქმით, აბს აქვს უნარი, გადაარჩინოს პაციენტების სიცოცხლე, შეამციროს Covid-19-ის ინფექციების მძიმე შემთხვევები და აღმოფხვრას ჰოსპიტალიზაციის საჭიროება.
ცნობისთვის, მედიკამენტი კორონავირუსის ვაქცინაციის ჩამნაცვლებელი არაა.