დავა და გარჩევა ბიზნეს-წილების გამო | "მთავარმა" გორში დაჭრის ახალი დეტალები გაარკვია

გამოქვეყნდა:

გორში მომხდარი დაპირისპირების ახალი დეტალები - "მთავარმა არხმა" გაარკვია, რომ დაჭრილია ბიზნესმენი რაულ გაგოშიძე, რომელიც საქართველოში რამდენიმე დღის წინ, აშშ-დან დაბრუნდა. რაც შეეხება სავარაუდო დამნაშავეს, ესაა "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენი რევაზ ნადირაძე, რომელიც საარჩევნო პროცესში აქტიურად იყო ჩართული.

"მთავარი არხის'' ინფორმაციით, ბიზნესმენებს დავა ბიზნეს წილების გამო ჰქონდათ. ისინი ერთმანეთს გორში, კომბინატის დასახლებაში შეხვდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც გაგოშიძემ, ნადირაძეს მაკრატლით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა.  

დაშავებული მოთავსებულია კლინიკა გორმედში, რაც შეეხება დამნაშავეს ის გადაყვანილია გამოკითხვაზე გორის რაიონულ განყოფილებაში. 

 მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სხეულის განძრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

ასევე იხილეთ:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი