"ვიკრიბებით, რომ ივანიშვილს ვაჩვენოთ რეალური წინააღმდეგობა" | რუსთავის ციხესთან უწყვეტ აქციას სამოქალაქო აქტივისტები უერთდებიან

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილისა და პუტინის პირადი პატიმრის მხარდასაჭერად რუსთავი მე-12 დაწესებულებასთან საპროტესტო აქციას სამოქალაქო აქტივისტებიც შუერთდებიან.

მათი მთავარი მოთხოვნა მოშიმშილე მიხეილ სააკშვილის მულტიპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანა და გათავისუფლებაა.

ისინი იქამდე არ აპირებენ ციხის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას და პროტესტის შეწყვეტას ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

"ვიკრიბებით რუსთავის ციხესთან, ვიკრიბებით იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილს ვაჩვენოთ რეალური წინააღმდეგობა როგორ შეგვიძლია ამ ქვეყანაში ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლის დაცვა და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტს ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე.

განსხვავებული ფორმის აქცია იქნება. აქ იქნება დარჩენა ამ ლოკაციაზე და ამის შემდეგ, რეჟიმმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გადაიყვანოს მრავალფუნქციურ სამოქალაქო კლინიკაში და შემდეგ რა თქმა უნდა, თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს", - ამბობს ნიკა ფარულავა. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის სამოქმედო გეგმის მიხედვით, პირველი საპროტესტო აქცია დღეს 17:00 საათზე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი