შიმშილობის წახალისება, რასაც ხელისუფლება აკეთებს, მკვლელობის თანამონაწილეობაა - ხატია დეკანოიძე

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან შიმშილობის წახალისება ხდება, რაც "მკვლელობის თანამონაწილეობაა".

"შიმშილობის წახალისება, რასაც ხელისუფლება აკეთებს მუდმივი შავი პროპაგანდით, არის მკვლელობის თანამონაწილეობა.

ასე მოექცე გამოკეტილ პატიმარს - ყველაზე დიდი მორალური გადაგვარებაა", - წერს ხატია დეკანოიძე Facebook-ზე.

ის მიხეილ სააკაშვილის ახალ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მესამე პრეზიდენტი წერს, რომ ხელისუფლების მხრიდან სპეკულაციების გამოსარიცხად, უარი თქვა არა მხოლოდ წვენზე, არამედ მინერალზე და ვიტანიმზე (გლუკოზის აბებზე), რაც ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებას ემსახურებოდა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი