მივმართავ იუსტიციის მინისტრს, რომელმაც დამატებით მოგვიყვა, რომ თურმე მიშა სააკაშვილი ფაფას ჭამს და მივიდნენ იქამდე, რომ სისხლის სმიდან და ბავშვების ჭამიდან, თურმე ფაფას ჭამს და ლიმონათს სვამს. მე მას მინდა ვუთხრა, საბოლოოდ მიშა ჩაისაც დალევს და ამ ხელისუფლებასაც გაისტუმრებს პოლიტიკურ მოუსავლეთში.
ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი "ფაფებს და ნატურალურ წვენებს" იღებს.