ფიზიკურად ძალიან დასუსტებული მეჩვენა... მოთხოვნებში შეუვალია | ელენე ხოშტარია ომბუდსმენის მოადგილემ მოინახულა

გამოქვეყნდა:

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტის შენობაში მეხუთე დღეა შიმშილობს, ომბუდსმენის მოადგილემ მოინახულა. გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ ელენე ხოშტარია დასუსტებული ეჩვენა და მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო ჩარევას დათანხმდეს. 

ჩემი შეხედვით, არასამედიცინო ადამიანის შეხედვით, ფიზიკურად ძალიან დასუსტებული მეჩვენა. ის პირიქით ცდილობდა გამხნევებას. ძალიან მკაცრი შიმშილობის ფორმაზეა ეტყობა, მხოლოდ და მხოლოდ წყალს იღებს და თავის მოთხოვნებში არის შეუვალი, - თქვა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, უკვე მე-5 დღეა ელენე ხოშტარია საკანონმდებლო ორგანოში შიმშილობს და მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. 

შიმშილობის მე-5 დღეს პოლიტიკოსი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი