გთხოვთ ხმა აიმაღლოთ, რადგან აქ ადამიანს კლავენ - ემიგრანტის მიმართვა დეგნანსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს

გამოქვეყნდა:

რუსთავის ციხიდან ამერიკის ელჩსა და სახელმწიფო მდივანს შეერთებული შტატების მოქალაქე ქართველი მიმართავს. მისი მთავარი სურვილი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან დახმარება და რეაგირებაა. 
ემიგრანტი ფიქრობს, რომ იმ პირობებში როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის #12 დაწესებულებაში სიკვიდილს ებრძვის, სიჩუმის დრო აღარ არის.

"მივმართავ ამერიკის სახელმწიფო მდივანს და ელჩ დეგნანს. მე ვარ თქვენი ქვეყნის მოქალაქე. 

აშშ ყველგან მხარს უჭერს თავისუფლებას და თქვენ არ უნდა იყოთ ახლა ჩუმად. ჩვენ მოვითხოვთ, რომ თქვენ, არ უნდა შეინარჩუნოთ სიმშვიდე და უნდა  გაგვაგონოთ თქვენი ხმა. ჩვენ, თქვენი ხმა არ გვესმის. 

გთხოვთ, აიმაღლოთ ხმა, რადგან აქ კლავენ ადამიანს, რომელმაც შექმნა ეს ქვეყანა და ეს სახელმწიფო", - აცხადებს ის. 

ცნობისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში უკვე 39 დღეა შიმშილობს. ცნობისთვის, პენიტენციურმა სამსახურმა კადრები გამოაქვეყნა და ამტკიცებს, რომ ვიდეომასალაში "მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტები" ჩანს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი