
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოშია. პირველ შეხვედრებს ერიკა ოლსონი "ქართული ოცნების" ლიდერებთან გამართავს.
მხარეები ამ წუთებში "თბილისი მერიოტში" იკრიბებიან, სადაც სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან აუდიენციისთვის ირაკლი კობახიძე და "ქართული ოცნების" დეპუტატები ემზადებიან. შეხვედრას ესწრება ელჩი კელი დეგნანიც.
რას იტყვის სტრატეგიული პარტნიორი, რა პოზიცია ექნება მას მესამე პრეზიდენტის დაკავებასა და პროტესტზე, როგორ შეაფასებს ხელისუფლების დამოკიდებულებასა და რიტორიკას, ეს სავარაუდოდ შეხვედრების შემდეგ გახდება ცნობილი.
საელჩოს ინფორმაციით, ოლსონი შეხვდება პრემიერმინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს.