პირველი რიგის ამოცანა მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლეა - მიხეილ სააკაშვილს ადვოკატები ხვდებიან

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში რუსთავის ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტს ადვოკატები ხვდებიან. ბექა ბასილაიას თქმით, ხელისუფლება გონს დროულად უნდა მოეგოს და მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანოს.

"ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს დროულად, კრიტიკულ მდგომარეობას აღარ უნდა დაელოდოს და მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოს სამოქალაქო კლინიკაში, ამას ითხოვს უბრალოდ ელემენტარული ადამიანურობა. აქ არ არის დრო რაღაც პოლიტიკური ბოღმის ნთხევის, რასაც ხელისუფლება ამდენი ხანის მანძილზე აკეთებდა", - თქვა ბექა ბასილაიამ. 

მისი თქმით, სიცოცლხესთან თამაში არცერთ მოქალაქესთან არ შეიძლება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 39 დღეა საპატიმროში შიმშილობს. მის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით რეკომენდაცია ექიმების კონსილიუმმა გასცა. 

მიუხედავად ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის საჭიროება არ დგას. ამასთან, ამბობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, ექიმები და სახალხო დამცველი ამბობს, რომ დაწესებულება არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი