"ძალიან მარტივადაა აქ საქმე, როდესაც საქმე ეხება შიმშილობას, შიმშილობაზე არის პასუხისმგებელი მოშიმშილე, თუ ის რეალურად შიმშილობს ამაზეც ის არის პასუხისმგებელი, თუ ის ფეიკ შიმშილობს, ამაზეც თვითონ არის პასუხისმეგებლი. აქედან გამომდინარე სამარცხვინო მესიჯი, რომ თითქოს ვიღაც კლავს სააკაშვილს, ესეც შეუძლიათ თავისთვის შეინახონ".
თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, რომელიც 39 დღეა შიმშილობს.