
პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კონსტრუქციულ რეჟიმში ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის მზადაა. მან მთავრობის სხდომაზე წალენჯიხის მერს ოპოზიციიდან წარმატება უსურვა.
"მინდა წარმატება ვუსურვო წალენჯიხის მერს, ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატი, რომელმაც დამსახურებულად გაიმარჯვა არჩევნებში და მინდა განვუცხადო მას, რომ ჩვენ მთელი ცენტრალური მთავრობა ვიქნებით მზად, რომ ვითანამშრომლოთ მასთან, კონსტრუქციულ რეჟიმში. რა თქმა უნდა, მე, როგორც პრემიერმინისტრი გავაკეთებ იმდენივეს წალენჯიხისთვის და მათი მოსახლეობისთვის, რამდენსაც სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტისთვის", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში მისმა ნათქვამმა გარკვეული "გაუგებრობა" გამოიწვია და დააზუსტა, რომ - "მთელი მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ ოპოზიციურ მერთანაც".
ცნობისთვის წინასაარჩევნოდ ღარიბაშვილს რადიკალურად განსხვავებული რიტორიკა ჰქონდა: