
ბათუმის ნავსადგურში აშშ-ის საზღვაო ხომალდები "მაუნთ უიტნი" და "პორტერი" შევიდნენ. ხუთი წლის შემდეგ მეექვსე ფლოტის ფლაგმანი "მანუთ იუტნი" საქართველოში დაბრუნდა. "მაუნთ უიტნი" ქვეყანას ხუთჯერ ეწვია, მათ შორის 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის დროს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით.
ბათუმის ნავსადგურში ამ წუთებში ამერიკული გემების საზეიმო დახვედრის ცერემონიალი მიმდინარეობს. აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით:
"ეს ვიზიტი ხაზს უსვამს მნიშვნელოვან ურთიერთობას ნატოს მოკავშირეებსა და შავი ზღვის რეგიონის ძალზედ მნიშვნელოვან პარტნიორ საქართველოს შორის. საქართველო მტკიცე და ერთგული პარტნიორია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების კუთხით".
განაცხადა ნატოს დამრტყმელი და დამხმარე ძალების (STRIKFORNATO) სარდლის მოადგილემ, ზურგის ადმირალმა ჯეიმს მორლიმ განაცხადა, რომ საქართველო შავ ზღვაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს და ნატოს ღირებული პარტნიორია.