
მიხეილ სააკაშვილი წვენს იღებდა, მაღალი საზოგადოებრვი ინტერესის საგანიაო და გაასაჯაროეს და მიხეილ სააკაშვილის პროცესი არ არის მაღალი საჯარო ინტერესის რომ მიჩქმალულად არ ჩაატარონ? - ამბობს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ბექა ბასილაია რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ.
საუბარია მიხეილ სააკაშვილის 10 ნოემბრის სასამართლო პროცესზე, რომლის ჩატარებასაც ხელისუფლება საკანში გეგმავს.
ადვოკატის შეფასებით, ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ "ოცნებას" მიხეილ სააკაშვილის საჯარო გამოჩენის ეშინია:
არა მხოლოდ ცივილიზებულ ქვეყანაში, დიქტატორულ სახელმწიფოებშიც, ნავალნის პროცესიც კი პუტინის რუსეთში, ტარდება მედიის გაშუქების ფონზე. ბრეგაძის, ღარიბაშვილის, სურვილი, რომ მიხეილ სააკაშვილის პროცესი ჩაატაროს ისე, რომ მედიამ ვერ გააშუქოს, ეს არის შეშინებული ხელისუფლების პანიკა. ეს ნიშნავს, რომ მოშიმშილე ადამიანის სასამართლო პროცესზე გამოჩენის ეშინიათ - ამბობს ბასილაია
მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები ითხოვენ, პროცესი ჩატარდეს სასამართლო დარბაზში და მას დაესწროს მედიაც:
"ვითხოვთ, 10 ნოემბრის პროცესი ჩატარდეს სასამართლო დარბაზში და სრულყოფილად გაშუქების შესაძლებლობა მიეცეს მედიას" - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის 39-ე დღეს, "უკიდურესად სუსტადაა"