
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად განცხადებას ავრცელებენ.
პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს დეპუტატების მთავარი მოთხოვნაა, დაუყონებლივ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში, სადაც მას აღმოუჩენენ სათანადო სამედიცინო დახმარებას.
"ჩვენ, პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს დეპუტატები კატეგორიულად მოვითხოვთ, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას კლინიკაში, სადაც მას აღმოუჩენენ სათანადო სამედიცინო დახმარებას.
ჩვენ ვიბრძოდით და დღესაც ვალდებულად ვთვლით თავს ვიბრძოლოთ დამოუკიდებელი, დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოსთვის",- ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერები:
იხილეთ ასევე: