
ოპოზიციის დაანონსებულ აქციამდე დაახლოებით 2 საათი რჩება. ძალოვნები კი მობილიზებულები არიან ქალაქის ცენტრში. პარლამენტის შენობაში შეიყვანეს სპეცტექნიკა, ჯავშანმანქანები და სპეცრაზმელები ავტობუსებით. სპეცრაზმი დგას მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთანაც.
თავისუფლების მოედანზე ოპოზიცია 8 საათისთვის იკრიბება. იქამდე კი მთელი დღის განმავლობაში "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები იმუქრებიან და "დესტრუქციული ქმედებების" შემთხვევაში, ყველას მკაცრად დასჯას აანონსებენ.
სპეციალური განცხადება გაავრცელა შსს-მ, მოგვიანებით კი უკვე პრემიერი ღარიბაშვილი დაემუქრა აქციის მონაწილეებს. საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან დადგეს რკინის ჯებირიც.
დედაქალაქში ავტოკოლონები რეგიონებიდანაც მოდიან.
აქციის მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.




