პრემიერი ღარიბაშვილი დღევანდელი აქციის მონაწილეებს ემუქრება და ამბობს, რომ "ყველა დესტრუქციული ქმედება აღკვეთილი იქნება და ყველა სამაგალითოდ დაისჯება".
იმავე ბრიფინგზე "დაპირების" მიუხედავად, რომ მიხეილ სააკაშვილზე "საუბარი შეწყვიტა", ბოლოს მაინც მესამე პრეზიდენტით დაამთავრა და თქვა, რომ "კარგად იცის პატიმარ სააკაშვილის გეგმები":
"რაც შეეხება დესტრუქციულ ოპოზიციას, რა თქმა უნდა ჩვენ კარგად გვესმის, რომ მათთვის ძალიან მძიმე იყო მორიგი მარცხი, დღეს ვთქვი და მინდა გავიმეორო, ის რომ როცა მოსახლეობის უმრავლესობა 8-ჯერ გეტყვის უარს არჩევნების გზით, დაგამარცხებს მმართველი ძალა, აქედან მე ვფიქრობ რაღაც დასკვნა უნდა გამოიტანოს გონიერმა ადამიანმა და პოლიტიკოსმა. მეორე რაც შეეხება მათ დესტრუქციულ გეგმებს, ჩვენ კარგად ვიცით და ამის თაობაზე სუს-მაც გააკეთა დეტალური განმარტება, ბრიფინგი, იმ დოზით, რა დოზითაც შესაძლებელი იყო საზოგადოების ინფორმირება, ჩვენ კარგად ვიცით, რომ პატიმარი სააკაშვილის გეგემები არის აბსოლუტურად რადიკალური და ანტისახელმწიფოებრივი, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების წინააღმდეგ არის მიმართული თითოეული მისი ეს გეგმა და მოწოდება, რომელიც მისგან მომდინარეობს და ჩვენ ამის თაობაზე დეტალური ინფორმაცია გვაქვს. [...]
ყველა ასეთი ქმედება და მცდელობა დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან, შემოტანილი რაიმე დესტრუქციისა და პროვოკაციისა, იქნება აღკვეთილი და ყველა იქნება სამაგალითოდ დასჯილი"- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიცია დღეს მასშტაბურ საპროტესტო აქციას თავისუფლების მოედანზე, 8 საათზე მართავს.