ხმაური კანცელარიასთან | ნიკა მელიასა და ვაჟა სირაძის სიტყვიერი დაპირისპირება

გამოქვეყნდა:

ხმაურია ამ წუთებში კანცელარიის შენობასთან, სადაც სამართალდამცველებმა ენმ-ის წევრს, ლევან ხაბეიშვილს წარწერების გაკეთების საშუალება არ მისცეს. მას ასფალტზე "თავისუფლება მიშას" დაწერა უნდოდა.

ადგილზე იმყოფება ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიაც, რომელმაც სამართალდამცველებს მიმართა, მისი თქმით, დღევანდელი პოლიცია "რეჟიმის სახეა". ადგილზე ასევე დაპირისპირება იყო ნიკა მელიასა და საპატრულო პოლიციის უფროსს, ვაჟა სირაძეს შორის.

"ხდება ის, რაც იციან, თავიდან ბოლომდე მთელი ხელისუფლება, რეჟიმი არის ეს. იმას ვერ აცნობიერებენ, რომ ეს არის ისტორიული პროცესი, სადაც ხალხის წინაშე ისინი არიან დამნაშავეები, ესენი პოლიციელები არ არიან", - თქვა ნიკა მელიამ.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი