საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მთავარი არხის დამფუძნებლის გიორგი რურუას საქმის პროცესი მიმდინარეობს - დღეს დაცვის მხარე საქმის ახალ გამომძიებელს და გენეტიკის ექსპერტს დაკითხავს.
დღეს უნდა დაიკითხოს გამომძიებელი ვახტანგ დაბრუნდაშვილი, რომელმაც ამ საქმეზე გამომძიებელი ზურაბ ბერუაშვილი ჩაანაცვლა. ბერუაშვილი ამჟამად საქმეს ჩამოშორებულია.
ექსპერტიზის დასკვნით, იარაღზე, რომელიც საქმის მთავარ მტკიცებულებად მიიჩნევა, არ არის გიორგი რურუას ანაბეჭდები. დაცვის მხარეს ასევე ექსპერტებისგან აინტერესებს, როგორც ხდება დნმ-ის გადასვლა ადამიანიდან სხვადასხვა ნივთზე.
მას შემდეგ, რაც გიორგი რურუას ციხის საკნიდან უკანონოდ მოიპოვეს ნივთები და ჩვენ მოვიპოვეთ ამის დამადასტურებელი ვიდეო მასალა და გავასაჯაროვეთ, ამის მერე ჩამოაშორეს საქმეს ზურაბ ბერუაშვილი და გადაეწერა ის ვახტანგ დაბრუნდაშვილს. თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საგამოძიებო ღონისძიება ამ დროსითვის ჩატარებული იყო, - ამბობს დაცვის მხარის ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი.
ჯერჯერობით უცნობია, ექნება თუ არა რაიმე შუამდგომლობა დაცვის მხარეს, ეს დამოკიდებულია, რას განაცხადებენ ექსპერტები და რა კითხვები ექნება ბრალდების მხარეს. შეგახსენებთ, რომ წინა პროცესზე დაყენებული შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა.