აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს ხვდება 

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის, ერიკა ოლსონისა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრება პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიაც. 

მოლაპარაკების მთავარი თემა ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი კრიზისი და ხელისუფლების მხრიდან პროცესების უკიდურესი რადიკალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯებია.

ცნობისთვის, ოლსონი უკვე შეხვდა სხვა ოპოზიციურ პარტიებსა და ლიდერებს. მათი თქმით, შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც იმსჯელეს და მესამე პრეზიდენტისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვაზე გაამახვილეს ყურადღება.  

ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან საუბრისას პერსონალური სანქციების ამოქმედების საკითხიც დაისვა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი