სასტრასბურგედ უზარმაზარ საჩუქარს გვიფუთავს ბრჭყვიალა ქაღალდებში | ნიკა გვარამია კობახიძის ბრიფინგზე

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძე სასტრასბურგედ უზარმაზარ საჩუქარს გვიფუთავს ბრჭყვიალა ქაღალდებში - ასე ეხმაურება "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი ნიკა გვარამია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგს. 

ნიკა გვარამია ამბობს, რომ კობახიძემ "დროას" ლიდერის, "ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარზე" საუბრით, მოლოდინს გადააჭარბა. 

"ირაკლი კობახიძე ამ წუთებში, ბრიფინგზე, სასტრასბურგედ უზარმაზარ საჩუქარს გვიფუთავს ბრჭყვიალა ქაღალდებში და ფერადი ლენტებით კრავს, სათუთად.

ყოჩაღ, ირაკლი

ps ნუ ახლა, მთლად ელენე ხოშტარიას წამლავდნენ, ნამეტანი მოგივიდა. ისევ გაგისხა ელემენტმა. დაბრუნდი პირიმზეში, ისევ შეგარემონტონ",- წერს ნიკა გვარამია Facebook-ზე.

 ამავე თემაზე:

გუშინ, ოპოზიციის ერთ-ერთ თათბირზე განიხილეს ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი - კობახიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი