საჭიროა ფინანსური რეაგირება... არ შეიძლება, ფული მიდიოდეს ქვეყანაში, რომელიც მზად არაა ვალდებულების შესრულებისთვის - კრამონი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ქვეყნის ხელისუფლება ევროპულ ღირებულებებს სულ უფრო მეტად სცილდება. 

კრამონი "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს აფრთხილეს, რომ ამაზე დასავლელი პარტნიორების რეაგირება მკაცრი იქნება და არ გამორიცხავს, ფინანსური სანქციებიც საკითხიც დადგეს.

"მინდა, გავაფრთხილო მმართველი პარტიის ყველა წევრი, ისინი ისე შორს არიან ევროკავშირში რეალური გაწევრიანებისკენ სწრაფვისგან, როგორც არასდროს. მე ვგულისხმობ იმას, რომ ასოცირების შეთანხმება კვლავ პოლიტიკურ ჩარჩოდ რჩება, რომელიც არ შესრულებულა, მათ შორის სასამართლოს რეფორმების კუთხით, ასევე სხვა რეფორმების კუთხით. ისინი ყოველ დღე სცილდებიან მას და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, თუმცა საჭიროა ფინანსური რეაგირება.

არ შეიძლება დავუშვათ, რომ გადასახადების გადამხდელების ფული მიდიოდეს ქვეყანაში, რომელიც მზად არ არის, ბევრი მისი დაპირების შესასრულებლად და ასევე საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიული რეფორმების გატარებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესრულებისთვის“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი