მიხეილ სააკაშვილი დაექვემდებარა როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ წამებას - ექსპერტთა ჯგუფი ისევ ციხეში შესვლას ითხოვს

გამოქვეყნდა:

სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი კი ისევ ითხოვს ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შესვლას. სავარაუდოდ, მედიკოსთა სპეციალურ ჯგუფს დაემატება ტრავმატოლოგიც, ვინაიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის გლდანის ციხეში ეტაპირებისას მასზე სავარაუდოდ იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.

"ირღვევა მიხეილ სააკაშვილის უფლებები, იგი დაექვემდებარა როგორ ფსიქოლოგიურ, ასევე, ფიზიკურ წამებას დამატებით, რა თქმა უნდა და განხორციელდა მასზე გაუგონარი აქტი, ასე ვთქვათ, ძალადობა, იძულებითი სამედიცინო პროცედურების განხორციელების სახით. 

ჩვენ მივმართავთ კიდევ ერთხელ დამატებით პენიტენიცურ სამსახურს რათა დამატებული იყოს აღნიშნულ ექსპერტთა ჯგუფზე სხვა ექსპრეტებიც, მათ შორის ექიმი ტრავმატოლოგი, ვინაიდან უკვე ფიზიკური ძალადობის სავარაუდო ფაქტთან გვაქვს საქმე და ამ მიმართულებით შესასწავლია ეს საკითხი", - თქვა "ემპათიას" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა. 

ექიმები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შესაძლოა უეცრად ფატალურად გართულდეს.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 41 დღეა შიმშილობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი