"მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნის იმიჯს აზიანებს" - პოლონური მედიის ცნობით, ანდჟეი დუდამ ზურაბიშვილთან მესამე პრეზიდენტზე ისაუბრა

გამოქვეყნდა:

"სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნის იმიჯს აზიანებს" - პოლონურ მედიას წყარო უყვება, რომ პოლონეთის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილთან საუბრისას საქართველოს მესამე პრეზიდენტზე ისაუბრა. 

სატელეფონო საუბარი 8 ნოემბერს შედგა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე წერია, თუმცა მიხეილ სააკაშვილის საკითხი ნახსენები საერთოდ არ არის.

პოლონური მედიის ცნობით კი ანდჟეი დუდამ სალომე ზურაბიშვილს სთხოვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ზომები მიიიღოს და მესამე პრეზიდენტის საქმე მშვიდობიანად გადაწყდეს.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 41 დღეა შიმშილობს. დღეს, 13:00 საათზე მისი სასამართლო პროცესია ჩანიშნული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი