ვითარება ჯანდაცვის სამინისტროსთან - პოლიციასთან დაპირისპირებისას აქციის მონაწილე შეუძლოდ გახდა

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის სამინისტროსთან, სადაც ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ისევ დაძაბული ვითარებაა. პოლიციასთან დაპირისპირებისას აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა.

აღნიშნულის გამო ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის გამოძახება გახდა საჭირო. მათ აქციის მონაწილე ტერიტორიიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილით გაიყვანეს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები ცოტა ხნის წინ მივიდნენ. ჯერ კიდევ აქციის დაწყებამდე, პოლიციამ სუს-თან 10-მდე ადამიანი დააკავა, რამდენიმე პირია დაკავებული ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დაკავებები ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაიწყო, პოლიცია კი თავის მხრივ ამტკიცებს, რომ აქტივისტების დაკავება "კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის" გამო მოხდა.

ამავე თემაზე:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი