შეშინებული, ძალის იმედად დარჩენილი რეჟიმი, რომელიც კოპირებს რუსეთსა და ბელარუსს - ნიკა მელია დაკავებებზე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია წერს, რომ დღეს ოპოზიციის აქციებზე 46 პირის დაკავება შეშინებული, ძალის იმედად დარჩენილი რეჟიმის ქცევაა. მისი თქმით, ბრძოლა მშვიდობიანად, უწყვეტად და მტკიცედ გაგრძელდება.

"დღეს რაც ვნახეთ, არის შეშინებული, ძალის იმედად დარჩენილი რეჟიმი, რომელიც კოპირებს რუსეთსა და ბელარუსს!

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მაგრად ეშიანით თავისუფლების იდეის და მზად არიან თავის კორუმპირებული ხელისუფლების დასაცავად სრულიად მშვიდობიან აქციებს დაერიონ!

აქციების დაწყებამდე 46 ადამიანი დააკავეს- მაგრამ საქართველოში თავისუფლებისთვის მებრძოლი ასობით ათასია

ვაგრძელებთ! მშვიდობიანად, უწყვეტად და მტკიცედ!", - წერს ნიკა მელია. 

ცნობისთვის, დღეს 11:00 საათზე ოპოზიციას აქციები სუს-თან, იუსტიციის სამინისტროსთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან ჰქონდა. აქციებზე ჯამში პოლიციამ 46 პირი დააკავა, მათ შორის არიან პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი