
10 ნოემბერს მოლდოვაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები მოლდოვასა და საქართველოს დროშებით, აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოებთან შეიკრიბნენ და დიპლომატიურ უწყებებს მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და ის უკანონოდაა დაკავებული
"ჩვენ ვთხოვთ აშშ-ს და ევროკავშირს, არ დატოვონ მესამე პრეზიდენტი კრემლისა და პუტინის საჯიჯგნად" - აცხადებენ აქციის მონაწილეები
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 41 დღეა საპატიმროში შიმშილობს.