
ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი Twitter-ზე წერს, რომ იმ ყველაფრზე, რაც შეიძლება, მიხეილ სააკაშვილს დაემართოს, პასუხისმგებლები პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი იქნებიან.
გლუკსმანი ეხმაურება Amnesty International-ის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადგილი აქვს "არამხოლოდ შერჩევით სამართალს, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიებას".
"წმინდა პოლიტიკური შურისძიებაა და აბსოლუტურად ამაზრზენია: პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი და მისი ნამდვილი უფროსი ივანიშვილი იქნებიან პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც შეიძლება სააკაშვილს დაემართოს", - წერს გლუკსმანი.
ამავე თემაზე: