მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მოსამართლეების აცილებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ დღევანდელ პროცესზე მოსამართლეების აცილება მოითხოვა.

ბასილაია ამბობს, რომ მოსამართლეებიც მიყვებიან წინასწარ დაგეგმილ სცენარს და არაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ პროცესს მიხეილ სააკაშვილიც დაესწროს:

"აცილებას ვაყენებთ იმის გამო, რომ სასამართლო არაფერს არ აკეთებს საიმისოდ, რათა მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესს დაესწროს. ჩვენ ვითხოვდით სასამართლოს მხრიდან მცდელობებს, რომელსაც დარწმუნებული ვართ, მაინც არ მოჰყვებოდა შედეგი ხელისუფლების აღებული კურსის გათვალისწინებით, მაგრამ სასამართლოს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, რომ ამ საკითხისთვის მიეცა სამართლებრივი შეფასება.

მეორე, მრავალჯერადად, განგრძობითად მოეთხოვა სააკაშვილის აქ გადმოყვანა და მესამე - მოეხდინა დემონსტრირება იმის, რომ სააკაშვილის აქ არ მოყვანა არის კრიმინალური ქმედება და სასამართლომ არც ერთი არ გააკეთა", - განაცხადა ბასილაიამ.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი