"დაელოდებიან მიხეილ სააკაშვილის კრიტიკულად დამძიმებას" - მომდევნო სასამართლო 29 ნოემბერს ჩაინიშნა

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს, 11 საათზე ჩაინიშნა. მისი ორი ადვოკატი, ნიკა გვარამია და დიტო საძაგლიშვილი კი პროცესზე აღარ დაუშვა.

"ისინი ელოდებიან მიხეილ სააკაშვილის იმ მდგომარეობაში ჩავარდნას, რომ ნამდვილად გადაადგილება ვერ შეძლოს, ისინი ელოდებიან იმ მდგომარეობას, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ვერ შეძლებს საუბარს და ამის შემდგ დაიწყებენ ჩვენ მზად ვართ, საბადრაგო სამსახური მზად არის, მიხეილ სააკაშვილი ვერ მოდის, ისინი ელოდებიან მდგომარეობას, როდესაც ქუჩის პროტესტი ჩაცხრება და ხალხი გატყდება" - ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია.

ბასილაიას თქმით, მოსამართლეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე დისტანციურად დასწრების წინადადებაც აღარ განუხილვს, რადგან ასეთ შემთხვევაშიც შესაძლებელია მისი გამოჩენა.

ახლა ჩანიშნავენ პროცესებს 1 კვირა, 10 დღის ფარგლებში და დაელოდებიან მიხეილ სააკაშვილის კრიტიკულად დამძიმებას - ამბობს ბასილაია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი