"46 დაკავებულიდან 20-ის ადგილსამყოფელი ამ დრომდე არ ვიცით... დაუყოვნებლივ გასცენ ინფორმაცია სად არიან ისინი" - ამის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს.
დაუყოვნებლივ გასცენ ინფორმაცია, სად იმყოფება 20 ადამიანი. ჩვენ ვიცით მხოლოდ და მხოლოდ 26 ადამიანის ადგილსამყოფელი, ეს ადამიანები არ არიან მხოლოდ თბილისში, ისინი გადაანაწილეს სხვადასხვა რაიონში, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც დააკავეს ჩვენი აქტივისტები საკრებულოს წევრები, პოლიტიკური ლიდერები დააკავა კრიმინალურმა პოლიციამ, ამ ადამიანების ადგილსამყოფელი ამ დრომდე არ ვიცით, - ამბობს ხატია დეკანოიძე.
იხილეთ ასევე: