"ოცნებამ" რიტორიკა შეცვალა - ვინ როგორ წაიკითხა სტრასბურგის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის საქმეზე? 

გამოქვეყნდა:

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლება იტყუება და მიხეილ სააკაშვილი უკვე 42-ე დღეა შიმშილობს - აცხადებენ ოპოზიციაში და ამბობენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ის დავალებებია, რაც სასამართლომ ხელისუფლებას მისცა და მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება დაავალა.

საბოლოო გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ, ევროსასამართლო, სწორედ ამის შემდეგ, 24 ნოემბერს მიიღებს.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დააკმაყოფილა და საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა. სტრასბურგი ახლა მხარეებისგან დამატებით ინფორმაციას ითხოვს, რის შემდეგაც საკითხზე კიდევ ერთხელ, 24 ნოემბერს იმსჯელებს.

ამავე თემაზე:


 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი