კომიკურიც აღარ არის უკვე ის სიტუაცია, რაშიც მიხეილ სააკაშვილი ჩააგდო გვარამიამ - მაჭარაშვილი სტრასბურგზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი მისმა უფლებადამცველმა ნიკა გვარამიამ კომიკურ სიტუაციაში ჩააგდო. მისი აზრით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ნიკა გვარამია გამართლებას ეძებს.

"კომიკურიც აღარ არის უკვე ის სიტუაცია, რაშიც მიხეილ სააკაშვილი ჩააგდო გვარამიამ და ნუ ეხლა ცდილობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის რისხვა რომ არ დაიმსახუროს, გამართლებებს ეძებს რაღაცნაირად ამ არასწორ ნაბიჯში. სტრასბურგის სასამართლოში განცხადების დაწერა იმასთან დაკავშირებით, რომ შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა არის თითიდან გამოწოვილი მიზეზი, იმიტომ რომ ჩვენ ინტერესში იყო ეს და ჩვენც მოვუწოდებდით, მათ შორის მეც, რომ მას შეეწყვიტა შიმშილობა. ჩვენ ინტერესში მისი შიმშილობა არ იყო, ამ ფონზე როგორ შეიძლება გაიქცე სტრასბურგში და თქვა რომ შიმშილობა შეწყვიტოს სააკაშვილმა, მოსთხოვო სტრასბურგის სასამართლოს, ეს ხომ აბსურდია", - თქვა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე განცხადებით, კარგი იქნება თუ მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგს მაინც "დაუჯერებს" და შიმშილობას შეწყვეტს. თუმცა მაჭარაშვილმა კონკრეტულად არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რომელი შიმშილობის შეწყვეტაზე საუბრობს, როცა მთელი წინა პერიოდის განმავლობაში ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჭამდა.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დააკმაყოფილა და საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა. სტრასბურგი ახლა მხარეებისგან დამატებით ინფორმაციას ითხოვს, რის შემდეგაც საკითხზე კიდევ ერთხელ, 24 ნოემბერს იმსჯელებს.

ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი