"თითქოსდა ჩვენ ვინმე გავიტაცეთ... "- ბრეგაძეს სიტყვა "გატაცება" არ მოსწონს 

გამოქვეყნდა:

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მტკიცებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის რუსთავის ციხიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანისას "გატაცებას" ოპონენტები შეგნებულად იყენებენ, რადგან საზოგადოების ცნობიერებაზე მავნე ზეგავლენა მოახდინონ.

"დავიწყებ ტერმინი გატაცებით, რომელსაც შეგნებულად ჩვენი ოპონენტები ამკვიდრებენ და უნდათ, რომ მოახდინონ მავნე ზეგავლენა საზოგადოებრივ ცნობიერებაზე და დაარწმუნონ საზოგადოება თითქოსდა ჩვენ ვინმე გავიტაცეთ, ჯერ ერთი, საერთოდ როგორ არის შესაძლებელი საუბრობდე სახელმწიფო ინსტიტუციაზე და ამბობდე, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში, ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანას უწოდო გატაცება. აი ეს არის სწორედ ძალიან დიდი მავნებლობა, აქვე იმასაც გეტყვით, რადგანაც ეს საზოგადოებას აინტერესებს და ამას მე არ ვპასუხობ ჩვენ ოპონენტებს, არამედ ვპასუხობ საზოგადოებას, თუ რა იგულისხმებოდა გატაცებაში - ჩვენმა ოპონენტებმა გატაცება დაარქვეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას", - თქვა რატი ბრეგაძემ. 

მინისტრი ისევ ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილზე ამჟამად კვალიფიციური პერსონალი "ზრუნავს".

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ იუსტიციის სამინისტრომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში, ძალადობრივად შესახლების კადრები გაავრცელა. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი