"ამას ქვია მიზანმიმართული მკვლელობა" - ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში ძალადობრივად გადაყვანის კადრებზე

გამოქვეყნდა:

"ამას ქვია მიზანმიმართული მკვლელობა" - "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი და მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი, ნიკა გვარამია იუსტიციის სამინისტროს მიერ, მესამე პრეზიდენტის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალადობრივად შესახლების კადრებს ეხმაურება.

"როგორც კი სააკაშვილის ჯანმრთელობის კონდიციის გაუმჯობესების და მისი მდგომარეობის სტაბილიზაციის გზების ძიებას ვიწყებთ, იუსტიციის სამინისტრო იწყებს კადრების გამოქვეყნებას, რომ პატიმარზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინოს და გამოიწვიოს სააკაშვილის პროტესტი, რითიც კიდევ უფრო დამძიმდება მისი მდგომარეობა.

ამას ქვია მიზანმიმართული მკვლელობა", - წერს ნიკა გვარამია. 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ იუსტიციის სამინისტრომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში, ძალადობრივად შესახლების კადრები გაავრცელა.  კადრებში კარგად ჩანს, როგორ ძალადობენ ბადრაგის თანამშრომლები მესამე პრეზიდენტზე. კადრებში ასევე ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილს შემოხეული აქვს ტანსაცმელი და პენიტენციურის თანამშრომლები მას დამამცირებლად და ძალადობრივად ექცევიან. 

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი