ბრეგაძე თანამშრომლებს მიხეილ სააკაშვილის "უსაფრთხოდ გადაყვანისთვის" მადლობას უხდის

გამოქვეყნდა:

იუსტიციის მინისტრი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში "უსაფრთხოდ გადაყვანისთვის" თანამშრომლებს მადლობას უხდის. ამ თემაზე მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა და თქვა, რომ ოპონენტები სამინისტროს მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებს ავრცელებენ.

"აქვე კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყველა იმ თანამშრომელს, რომელმაც მოახდინა პატიმრის უსაფრთხო გადაყვანა ამ დაწესებულებაში, რომელშიც ის დღეს იმყოფება და აქვე ბუნებრივია კოლეგებსაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისათვის", - თქვა რატი ბრეგაძემ. 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ იუსტიციის სამინისტრომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში, ძალადობრივად შესახლების კადრები გაავრცელა.  კადრებში კარგად ჩანს, როგორ ძალადობენ ბადრაგის თანამშრომლები მესამე პრეზიდენტზე. კადრებში ასევე ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილს შემოხეული აქვს ტანსაცმელი და პენიტენციურის თანამშრომლები მას დამამცირებლად და ძალადობრივად ექცევიან. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი