
პოეტი პაატა შამუგია პენიტენციური სამსახურის მიერ, მესამე პრეზიდენტის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალადობრივად შესახლების კადრებს ეხმაურება და წერს, რომ ეს მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა.
"ეს კადრები არის მთელი ქვეყნის შეურაცხყოფა, ინსტიტუტების, ისტორიის, საერთოდ ყველაფრის შეურაცხყოფა. რა ბოღმაც არ უნდა გქონდეთ, ეს არის ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. ნაშიმშილარ კაცს ძალით მიათრევენ და ამას აყურებინებენ მთელ მსოფლიოს. თან მთელი კვირა ამტკიცებდნენ, თავისი ნებით წამოვიდაო. თფუი", - წერს პაატა შამუგია.
შამუგია წერს, რომ იუსტიციის მინისტრი ვისი "მონაცაა" ის გაასწრებს, მაგრამ მას ციხე არ უნდა ასცდეს.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ იუსტიციის სამინისტრომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში, ძალადობრივად შესახლების კადრები გაავრცელა. კადრებში კარგად ჩანს, როგორ ძალადობენ ბადრაგის თანამშრომლები მესამე პრეზიდენტზე. კადრებში ასევე ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილს შემოხეული აქვს ტანსაცმელი და პენიტენციურის თანამშრომლები მას დამამცირებლად და ძალადობრივად ექცევიან.