ბოლომდე დაადასტურეს არაადამიანური მოპყრობა და წამება - ხატია დეკანოიძე კადრებზე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე, პენიტენციური სამსახურის მიერ კადრების გასაჯაროებას ეხმაურება, რომელიც მესამე პრეზიდენტის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალადობრივად შესახლებას ასახავს.

როგორც დეკანოიძე Facebook-ზე წერს, ამ კადრებით დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობას და წამებას ჰქონდა ადგილი.

"1. ეს კადრები არის ხელისუფლების საწინააღმდეგო, რაც პირდაპირ ამხელს მათ ძალადობაში.

2. სტრასბურგმა რაც დაავალდებულა ინფორმაციის მიწოდებაზე, თუ რა ღონისძიებები ტარდება მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებისთვის - მიაწოდეს. როგორ ძალადობენ პრეზიდენტზე;

3. ეს კადრები მალე თვითონ გაუსაჯაროვდებოდათ, იცოდნენ ამის შესახებ და დაასწრეს. ბოლომდე დაადასტურეს არაადამიანური მოპყრობა და წამება.

4. ივანიშვილის ფბ-ზე დადეს კადრები. ეს ადასტურებს, რომ პირადად ივანიშვილია ჩართული ამ შურისძიებაში. ვაგრძელებთ პროტესტს", - წერს ხატია დეკანოიძე. 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ იუსტიციის სამინისტრომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში, ძალადობრივად გადაყვანის კადრები გაავრცელა.  კადრებში კარგად ჩანს, როგორ ძალადობენ ბადრაგის თანამშრომლები მესამე პრეზიდენტზე. კადრებში ასევე ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილს შემოხეული აქვს ტანსაცმელი და პენიტენციურის თანამშრომლები მას დამამცირებლად და ძალადობრივად ექცევიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი