ვისაც ამ კადრების გამო არ გრცხვენიათ, არც ქართველები ხართ და არც ადამიანები - ელისო კილაძე

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტი და "ქრონიკა +"-ის მთავრი რედაქტორი პენიტენციურის მიერ, მესამე პრეზიდენტის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალადობრივად შესახლების კადრებს ეხმაურება და წერს, რომ ვისაც ამის გამო არ რცხვენია არც ქართველია, არც ადამიანი.

"ვისაც ამ კადრების გამო არ გრცხვენიათ, არც ქართველები ხართ და არც ადამიანები ! და ზუსტად იცოდეთ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ხელისუფლებიდან წაშავდეთ", - წერს ელისო კილაძე. 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ იუსტიციის სამინისტრომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში, ძალადობრივად შესახლების კადრები გაავრცელა.  კადრებში კარგად ჩანს, როგორ ძალადობენ ბადრაგის თანამშრომლები მესამე პრეზიდენტზე. კადრებში ასევე ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილს შემოხეული აქვს ტანსაცმელი და პენიტენციურის თანამშრომლები მას დამამცირებლად და ძალადობრივად ექცევიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი