არავის შეგრჩათ ადეკვატურობა იმის მისახვედრად, რომ ძალიან დიდ საშინელებას აკეთებთ? - ნიკა სიმონიშვილი კადრებზე

გამოქვეყნდა:

"ცოტა ტვინი გაატოკეთ, არავის შეგრჩათ ადეკვატურობა იმის მისახვედრად, რომ ძალიან დიდ საშინელებას აკეთებთ?" - ასე ეხმაურება "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი, პენიტენციური სამსახურის მიერ კადრების გასაჯაროებას, რომელიც მესამე პრეზიდენტის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალადობრივად შესახლებას ასახავს.

"ვინ ხართ ხალხო საერთოდ, ან სად გაიზარდეთ ან რა გინდათ ამ ცხოვრებისგან.

ან ეს კადრების ასე ფრიალი რა უბედურებაა ან რას მიაღწიეთ საერთოდ, ისევ თავები გაიხადეთ სალანძღავი.

მოეშვით ამ ვითომ სახალხო სამსჯავროებს და თუ რამეა გამოსაძიებელი, მიხედოს გამოძიებამ.

ცოტა ტვინი გაატოკეთ, არავის შეგრჩათ ადეკვატურობა იმის მისახვედრად, ძალიან დიდ საშინელებას რომ აკეთებთ?", - წერს ნიკა სიმონიშვილი. 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ იუსტიციის სამინისტრომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში, ძალადობრივად შესახლების კადრები გაავრცელა.  კადრებში კარგად ჩანს, როგორ ძალადობენ ბადრაგის თანამშრომლები მესამე პრეზიდენტზე. კადრებში ასევე ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილს შემოხეული აქვს ტანსაცმელი და პენიტენციურის თანამშრომლები მას დამამცირებლად და ძალადობრივად ექცევიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი