მოშიმშილე პრეზიდენტზე ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის მტკიცებულება, რომლითაც "ქართულმა ოცნებამ" საკუთარ ხალხს ღიად აჩვენა, რას წარმოადგენს ოლიგარქიული რეჟიმი და რაზეა წამსვლელი ივანიშვილის კლანი ძალაუფლების შესანარჩუნებლად უღირსი და დანაშაულებრივი ქმედებების დამადასტურებელი მასალის გავრცელების შემდეგ, სამოქალაქო საზოგადება საშიშ პრეცენდენტზე ალაპარაკდა.

არასამთავრობოები არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლება, რომელიც მესამე პრეზიდენტში საკუთარი ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს ხედავს მზად არის საზოგადოების დაპირების ინსპირატორი გახდეს.

იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციური სამსახურის მიერ ჩადენილი ძალადობისა და დამცირების ვიდეო მტკიცებულება, რომელიც რატი ბრეგაძემ თავადვე გაასაჯაროვა, მიხეილ სააკაშვილის სტრასბურგის სარჩელს დაერთვება იმის საჩვენებლად, თუ როგორ ასწორებს ქართული ოცნება პოლიტიკურ ანგარიშებს ოპონენტებთან და როგორ მიჰყავს ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე.

ასევე იხილეთ:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი