"საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ კადრების გამოქვეყნება საშინელებაა... მიხეილ სააკაშვილის საქმე სულ უფრო პოლიტიკური ხდება" | ვიოლა ფონ კრამონი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ Twitter-ზე წერს. ის პენიტენციური სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ კადრებს ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ამ კადრების გავრცელება სავალალოა.

საქართველო შეძრწუნებულია მესამე პრეზიდენტის, მიხილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობით. საქართველოს მთავრობის მიერ ამ კადრების გავრცელება საშინელებაა. საქმე სულ უფრო პოლიტიკური ხდება და "ქართული ოცნება" უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას. საქართველო უკეთესს იმსახურებს, - წერს კრამონი. 

ევროპარლამენტარი მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენაც მოუწოდებს:

მიხეილ სააკაშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება და მიეცეს უფლება დაესწროს საკუთარ არაპოლიტიზირებულ სასამართლო პროცესს. საქართველომ უნდა გადალახოს ეს არეულობა და დაიწყოს რეალური პრობლემების მოგვარება, როგორიცაა რუსული ოკუპაცია, სიღარიბე და უკანგადადგმული ნაბიჯები დემოკრატიის მიმართულებით, - წერს ვიოლა ფონ კრამონი. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი