"კერასინკებიდან რეფორმების რესპუბლიკად გადავიქეცით მიხეილ სააკაშვილის დროს" - კაპიტან მესხის მხარდაჭერა მესამე პრეზიდენტს 

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მხარდაჭერას უცხადებს კაპიტანი მანჩუარ მესხი. ამის შესახებ მან ვიდეო-მიმრთვა გაავრცელა და ყველას მოუწოდა ფეხზე დადგნენ, რათა ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. მისი თქმით, ამჟამად აშშ-ში ემიგრაციაში იმყოფება.

"პირველ რიგში სირცხვილი იმ პოლიციელებს და ოფიცრებს, რომლებიც ხელით შეეხნენ, ჩვენს ყოფილ პრეზიდენტს და მერე მეორე, ყველამ გაითვალისწინეთ, რომ ეს აზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე, მესამე, არანაირად არ შეიძლება დავივიწყოთ ის ყველაფერი, რაც ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა საქართველოსთვის კერასინკის რესპუბლიკიდან გადავიქეცით რეფორმების რესპუბლიკად მიშა სააკაშვილის დროს, ამის დავიწყდება არ შეიძლება, მოგიწყოდებთ ყველას, ფეხზე დავდგეთ, რომ ეს ყველაფერი მორჩეს და ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს", - ამბობს მანუჩარ მესხი. 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 43 დღეა შიმშილობს. 11 ნოემბერს მან მზაობა გამოთქვა პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს, ოღონდ გარკვეული დათქმებით. ამავე თემაზე: 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი