"საქართველო მიემართება ისეთი მიმართულებით, რომ გვაქვს განცდა, ის სრულად აღარ მიჰყვება იმას, რაც იყო შეთანხმებული ასოცირების შეთანხმებით", - თქვა ევროპარლამენტარმა მიხაელ ზიბერტმა.
საქართველოს შესახებ მან ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ისაუბრა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საკითხი განიხილეს.
"ვიზიარებ აქ გამოთქმულ წუხილს, რომ საქართველო მიემართება ისეთი მიმართულებით, სადაც გვაქვს განცდა, რომ ის სრულად აღარ მიჰყვება იმას, რაც იყო შეთანხმებული ასოცირების შეთანხმებით, რაც იყო მაგალითად 19 აპრილის შეთანხმების საფუძველი და ასევე მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩო შეთანხმების პირობები.
ჩვენ, როგორც ქალბატონმა კრამონმა თქვა, უნდა ვაჩვენოთ "მათრახი და თაფლაკვერი", მათთან ძალიან მკაფიოები უნდა ვიყოთ. რა არის სასამართლო სისტემის რეფორმის ბირთვი, რა არის გზა ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ჩამოსაყალიბებლად, რაშიც ვიტყოდი, რომ ოპოზიცია ბევრი თვალსაზრისით ეხმარება, მაგრამ უდიდესი პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება, რომ სასამართლო რეფორმის განხორციელებას ხელი შეუწყოს. ამავდროულად უნდა ვიყოთ ფრთხილები, რომ არ გადავაჭარბოთ, რადგან არ გვსურს საქართველოს დაკარგვა ევროინტეგრაციის გზაზე", - თქვა ევროპარლამენტარმა, მიხაელ ზიბერტი.
ამავე თემაზე:
საქართველოში არასტაბილურობის დასაწყისს ვხედავთ, უნდა ვიმოქმედოთ - რასა იუკნევიჩიანე